„ფარნავაზმა და ქუჯიმ 24 საუკუნის წინ შექმნეს დიდი ქართული პროექტი იმისთვის, რომ ამას ბიძინამ გამოსჭრას ყელი? სირცხვილი არ არის? საკუთარ ისტორიაზე და იდენტობაზე ვამბობთ უარს, სად მიდიხართ, რა ბნელში მიძვრებით?“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, დავით აღმაშენებელი ცოცხალი რომ იყოს, ქვეყანაში „ძელებზე გასმა იქნებოდა“.
„დაგვიბრუნებს რუსეთი ტერიტორიებს? განცხადება, რომ რუსეთს უკან მიაქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა – ამის გარეშე ეს არის ბოროტი, სისხლიანი ტრიუკი.
ახლა ჩვენი გმირების საფლავებზე ვცეკვავთ, ყველანი, აღარ აქვს გარჩევა. დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და ცოცხალი იყოს, მე ვიცი, რასაც იზამდა – ძელებზე გასმა იქნებოდა აქ.
საზოგადო მოღვაწე ყოფილა დავით აღმაშენებელი თურმე – დიდგორის ავტორი, დაუნდობელი, დალეწა საბოლოოდ სელჩუკები, 120 წელი ქვეყანას მშვიდობა მოუტანა და საზოგადო მოღვაწე ყოფილა, კობახიძეც საზოგადო მოღვაწეა და დავით აღმაშენებელიც.
იფიქრეთ და საკუთარ შიშებს და ფობიებს თავი დაანებეთ და საკუთარ სამშობლოს ხელფასზე და ჯამაგირზე ნუ ყიდით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
„ატოლეთ ქოცებმა და ნაცებმა ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფა და იყავით ეგრე” – ალეკო ელისაშვილი