LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან” – კალაძე თბილისელებს მიმართავს

167
WhatsApp Image 2020-11-06 at 17.25.44

ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვედროდით და ქვეყანას ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დაჭირვებოდა, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პანდემიის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა. ახლა მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს კიდევ უფრო მომატებული რისკის ქვეშ. კიდევ უფრო არ დაზარალდეს კერძო სექტორი, არ დაზარალდნენ დამსაქმებლები და დასაქმებულები. სამწუხაროდ, ეს რისკი ყოველდღიურად და უფრო მეტიც, ყოველწუთიერად იზრდება” – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის – ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას ემუქრება. ამიტომ, კალაძის განცხადებით, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

 

 

”თქვენ იცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში.

მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო

ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.

განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს – გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც!

მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა” – ნათქვამია განცხადებაში.

აქციებზე ვერ ხერხდება შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც ზრდის ინფიცირების რისკებს: სახალხო დამცველი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები