რეჟისორი სანდრო ელოშვილი, სოციალურ ქსელში სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„გარდა კეთილი და გულიანი ადამიანებისა, Euro Credit არის პირველი კომპანია, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა და ახლაც მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა – საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ჩვენი პატარა მეგობრების თბილისური ვოიაჟის მეტად გასალამაზებლად.
შაბათს, „კავეა პლუსის“ თანადგომით, 13:30 ბავშვები კინოში იქნებიან… ასე ადრე ხომ არ დაიშლებიან, არა?! სად არის თბილისური სტუმარ-მასპინძლობა?! შეუძლიათ წამოვიდნენ მუზეუმში, გასართობ ცენტრში, ატრაქციონებზე… არც გემრიელად მოლხენაზე იტყვიან უარს! მერე, საღამოს დაბრუნდებიან უკან, ხურვალეთში და დიდხანს ემახსოვრებათ თქვენი სიკეთე…
ღვთის წყალობით და ჩვენი მონდომებით, ხურვალეთიც აღარ იქნება მალე საოკუპაციო ზონა, დაბრუნდებიან ყველანი საკუთარ სახლებში და იქ ნახეთ მერე როგორი მასპინძლობა იციან…
გთხოვთ, ერთად გავაკეთოთ რა ეს ამბავი!
მივბაძოთ ამ კარგ ადამიანებს, ჩვენ ბევრნი ვართ, ამიტომ ჩვენგან თითქოს მინიმუმის გაღება, მცირედის მოკლება, ერთობლიობაში ამ ბავშვებს ულევ სიხარულს და დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის…
მეგობრებო, უყურადღებოდ ნუ გაატარებთ რა ამ პოსტს… ორი დღე დარჩა! ერთი ლამაზი დღე რა გაგვიხდა?
გარდა კეთილი და გულიანი ადამიანებისა, Euro Credit – ევრო კრედიტი არის პირველი კომპანია, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა და…
Posted by სანდრო ელოშვილი on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023
გაზიარება და მონიშვნა არ დაგვავიწყდეს კომენტარებში, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიების…
ა, ბატონო ანგარიშებიც:
#GE32TB7609945061600014 თი ბი სი
#GE54BG0000000161381454 საქ. ბანკი
ალექსანდრე ელოშვილი
#ძალაერთობაშია,“- წერს სანდრო ელოშვილი.