LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ“ – დავით კვირცხალია ჩდც-ს გუნდს მიმართავს

312
62066203-2670157829703898-1345151158305423360-o

სერიალ  “ჩემი ცოლის დაქალების” მეთხუთმეტე სეზონი დასრულდა. ყველაზე პოპულარული სერიალის ახალ სეზონს ახალ არხზე ვიხილავთ.

რამდენიმე დღის წინ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.

„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა

პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, მრავალი წლის მერე, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს დაემშვიდობება. ამის შესახებ on.ge-ს სერიალის შემქმნელებმა განუცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, სერიალი, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს, „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილ სხვა პროექტებთან, – „მთავარი ექიმი“ და „ჩემი სამზარეულოს წესები“ ერთად, „ფორმულა კრეატივის“ ახალ ტელევიზიაში გავა, რომლის დაფუძნების შესახებ უკვე განაცხადეს. „ჩემი ცოლის დაქალები“ ქართულ სატელევიზიო […]

მსახიობი დავით კვირცხალია, რომელიც სერიალში გრიშა კაკაჩიას როლს ასრულებს, შემოქმედებით ჯგუფს სეზონის წარმატებით დამთავრებას ულოცავს .

“დამთავრდა კიდევ ერთი სეზონი ჩემი ცოლის დაქალებისა და დამთავრდა ისევ და ისევ წარმატებით, მე ასაკი უფლებას მაძლევს ჩემებური შეფასება მივცე იმას თუ რაა მიზეზი ასეთი წარმატებისა და საიდან ამდენი გამარჯვება…

არ მინდა ვინმეს, ერთს ან ორს მივაწერო, ამდენ წლიანი წარმატებები (თუმცა დრამატურგი და რეჟისორები ამას რა თქმა უნდა იმსახურებენ) მე როგორც მსახიობი ვიტყვი, რომ თუ არა მსახიობთა ის შესანიშნავი შემადგენლობა, ასეთი წარმატება გამორიცხული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ეს არ არის მთავარი….

მთავარია მთელი გუნდი, როგორც ტექნიკური ასევე შემოქმედებითი უნიჭიერესი ხალხით იყო დაკომპლექტებული. წლები ვაკვირდები მათ და ვიტყვი, რომ ვერ დავინახე მათ შორის ვინ პირველი იყო და ვინ მეორე… ვგულისხმობ, რომ არ იყო მათ შორის არც თვითდაჯერებული, ათასი ტიტულით და ჯილდოებით დახუნძლული სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი, რომლებიც ახლა ჩ.ც.დ-საც მორჩებოდნენ და იქნებ რაიმე სახელმწიფო ჯილდოსთვისაც კი გამოეკრათ ხელი… არა არ იყო ასე, ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები არაადამიანურ შრომას ასრულებდნენ.

წლებია, რაც ღამეებს ათენებდნენ, რათა ყოველ პარასკევსთვის სამი სერია ჰქონოდათ მზად… მათთან გატარებული ყოველი დღე იყო ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი. მგონია, სწორედ ესაა დამსახურებული წარმატების მიზეზი… გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ… დიდი მადლობა, რომ ეს წლები მეც თქვენთან ერთად გავატარე…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები