LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გრუნერი” და ”ტუხერი”: გერმანული ლუდები ახალ თბილისურ რესტორანში

181

თბილისში ლუდის მოყვარულებისთვის ახალი რესტორანი გაიხსნა.

”გრუნერი” მომხმარებელს გერმანულ ლუდებს ”გრუნერ”-სა და ”ტუხერ”-ს სთავაზობს. ამასთან, რესტორანში წარმოდგენილია ქართული პროდუქტებით დამზადებული კერძები.

”რაც მთავარია, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ მყუდრო გარემოსა და ცოცხალ მუსიკას. სპორტის მოყვარულებს კი ვაძლევთ შესაძლებლობას, აქვე უყურონ მათთვის საინტერესო მატჩებს და თან უმაღლესი ხარისხის ლუდებიც დააგემოვნონ”, – განაცხადეს რესტორნის მენეჯმენტში.

მათივე ცნობით, გერმალური ლუდების ”გრუნერი”-ს და ”ტუხერი”-ს ოფიციალური პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის 1 თებერვალს, საღამოს 19:30 წუთზე გაიმართება.

რესტორანი ”გრუნერი” გამსახურდიას გამზირზე (ყოფილი გაგარინის გამზირი), 41-ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები