LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გროზნოში პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა

70

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა.გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.ჩეჩნეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანი იყო.

„თავდამსხმელთაგან ყველაზე უფროსი 17 წლის იყო, ყველაზე პატარა კი 11 წლის“, – განაცხადა ეროვნული პოლიტიკის საკითხებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ჯამბულატ უმაროვმა.

შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომლებისთვის ავტომობილის დაჯახება, შემდეგ დანებით თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ჩეჩნეთში ამბობენ, რომ ყველა თავდასხმა ერთი დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები