LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის შემთხვევებმა იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია – პაატა იმნაძე

74
იმნაძე პაატ

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარე წელს წითელათი გარდაცვალების 1 შემთხვევა გამოვლინდა. მისივე განცხადებით, საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება გრიპს, გავრცელების მაჩვენებელი წინა წლის დეკემბრის თვესთან შედარებით 2,5 ჯერ შემცირდა. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელება აპრილის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. პაატა იმნაძის თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

„გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მან ასევე ტკიპების სეზონის მოახლოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტკიპებისგან თავის დასაცავად მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით უნდა დაიცვან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები