გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის გაიტესტება ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სეზონისთვის კიდევ სხვა, დამატებითი ღონისძიებები იგეგმება.
დავრჩეთ სახლში, რათა არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ: ტიკარაძე
„მოვუწოდებთ ჩვენ კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა.
გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ
“პანდემია კიდევ უფრო ფართოვდება…ეპიდემია ძალებს იკრებს” – ამირან გამყრელიძე
დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 46 ადამიანი.