ქართულ ბაზარზე ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი, სახელწოდებით „გრინვოში“ გამოჩნდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გრინვოში“ ავტომობილების თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, თვითმომსახურების რეცხვის ქსელია.
აღსანიშნავია, რომ „გრინვოშის“ სამრეცხაოებში მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ავტომობილი თავად გარეცხოს, განსაზღვროს რეცხვის რეჟიმი, დრო, სარეცხი ხსნარი, ცხელი/ცივი წყალი და რაც მთავარია, დაზოგოს დრო და ფული.
„გრინვოშის“ ავტოსამრეცხაო ცენტრები ღიაა 24/7-ზე. https://greenwash.ge/