LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ლილუაშვილი – არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში

125
Capture

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება უარყოფს.

„მე ჩემი ვადა მაქვს, რომელიც უნდა ჩავამთავრო, არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, რა რეფორმებიც მაქვს დაწყებული და პრაქტიკულად გამოვრიცხავ რაიმე იმაზე დიდ თანამდებობას, ვიდრე მიკავია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე – აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

„მე არ ვაპირებ, არანაირი სურვილი ამის არ მაქვს. შემოთავაზებას აქვს ორი სავარაუდო პასუხი: ეს არის „კი“ და ეს არის „არა“, მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ „არას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები