LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გიორგაძე: „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული“

117
თავდაცვა

„2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია – 6-8-11-თვიანი, ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა – 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

პარლამენტში, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება, გიორგაძემ დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა:

„თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ - „ბიბლიურ თავისუფლებას“ ვერ გააუქმებთ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, არასწორ მხარეს ხართ და ღმერთი თქვენკენ არ არის“ – ხვიჩია „ოცნების“ დეპუტატებს

„როდესაც სახელმწიფო ადგენს, ვინ არის და ვინ არ არის მორწმუნე, შედის მღვდლებისთვის და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილ სივრცეში, ამაზე არსებობს ევროსასამართლოს უამრავი პრეცედენტი, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არ არის“

„ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა.

დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება.

ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

გიორგაძის განმარტებით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა  ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება არ დაუშვას.

მანვე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის: „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს“.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძვლის მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ. გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული“.– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს