“გრიბოედოვის და თავისუფალი თეატრები “გალერეა თბილისის” სივრცეშია ინტეგრირებული,” – ამის შესახებ “ფორტუნას” “გალერეა თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უთხრა.
მათივე ცნობით, გრიბოედოვის თეატრს შესასვლელი სავაჭრო ცენტრიდან აქვს, ხოლო თავისუფალ თეატრს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრი “გალერეა თბილისი” 30 ნოემბერს გაიხსნება. მანამდე კი 18 ნოემბერს “H&M”-ის მაღაზია მიიღებს პირველ მომხმარებლებს.