საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება.
როგორც წიწავა წერს, პრესკონფერენციიდან გავიგეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული არაა და აღნიშნულ კანონპროექტზე ევროკავშირშიც მუშაობენ.
„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები.
ბატონი შოლცისგან გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანირი „ე.წ რუსული“ არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.
პ.ს: ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა,“ – წერს გრეტა წიწავა.