LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გრემის” ორგზის მფლობელი ლიზა ფიშერი თბილისშია!..

113

“გრემის” ორგზის მფლობელი, ამერიკელი მომღერალი, ლიზა ფიშერი საქართველოშია. მისი რეისი ახლახან დაეშვა თბილისის აეროპორტში, სადაც მას მედიის წარმომადგენლები და რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე დახვდა, “ოქროს ტალღის” გუნდთან ერთად.
ლიზა ფიშერმა თბილი დახვედრისთვის მადლობა ქართულად გადაიხადა და მედიას ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი შემსრულებელი წლის სიმღერის დაჯილდოების, “ოქროს ტალღის” სპეციალური სტუმარი გახლავთ. ფიშერი ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად იმღერებს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამშაბათს, 26 ივნისს, როცა წლის სიმღერის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაა დაგეგმილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები