LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის” დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე ბიონსე და ჯეი-ზი მაიკლ ბი. ჯორდანის ვარსკვლავურ წვეულებაზე იმყოფებოდნენ (ფოტო)

Michael-B-Jordan-635x397

9 თებერვალს, მაიკლ ბი. ჯორდანი 32 წლის გახდა. გაირკვა, რომ დღეობა ამერიკელმა მსახიობმა მეგობრების წრეში აღნიშნა.  ხმაურიან წვეულებას, რომელსაც ალკოჰოლი არ აკლდა, ბიონსე და ჯეი-ზი სტუმრობდნენ.

იმ ფონზე, როცა ვარსკვლავური წყვილის ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, არავის გაჰკვირვებია, რომ სამი ნომინაციის მიუხედავად, მომდევნო დღეს ისინი 61-ე ,,გრემიზე” არ მივიდნენ.

ამასთან, მედიისთვის უცნობია რა რეაქცია ჰქონდა 37 წლის მომღერლასა და 49 წლის რეპერს პირველი ერთობლივი წარმატების შემდეგ, რომელსაც ,,საუკეთესო Urban Contemporary ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებით მიაღწიეს. კატეგორიაში პრემია სწორედ ,,კარტერების” დისკს Everything Is Love ხვდა.

აღმოჩნდა, რომ საღამოზე დრეიკიც იმყოფებოდა. კოლეგებისგან განსხვავებით, კანადელმა არტისტმა კვირას, ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა. ოთხი ნომინაციიდან, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ჯილდო მხოლოდ ერთში, ,,საუკეთესო რეპ სიმღერისთვის” მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები