LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე (ფოტო)

213

პოპულარული ამერიკული სერიალის, „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი ელენ პომპეო ამჯერად ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს. მსახიობი უახლოეს მეგობართან ერთად იმყოფებოდა და სულაც არ არიდებდა თავს ფოტოგრაფებს. 46 წლის მსახიობს არ ჰქონდა მაკიაჟი, ამ ფორმაში კი მისი ხილვა საკმაოდ უჩვეულოა. გარდა ამისა, პომპეომ საშოპინგოდ თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩია. მსახიობს ჯინსის შარვალი კომბინირებული ჰქონდა ყვავილოვანი პრინტის ბლუზთან.

შეგახსენებთ, რომ „გრეის ანატომიის“ ბოლო ეპიზოდში ელენ პომპეოს გმირი აგრესიული პაციენტის მსხვერპლი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები