LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გქონდეთ ბელარუსის იმედი: ევროპული თამაშები მინსკს მისცეს

110

2019 წლის ევროპულ თამაშებს მინსკი უმასპინძლებს.
ბელარუსის პრეზდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო პირობას იძლევა, რომ შეჯიბრებებს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

„ჩვენ სუპერსახელმწიფო არ ვართ, მაგრამ სპორტს დიდ ყურადღებას ვუთმობთ.ძალიან მინდა, რომ ჩვენი ევროპული ორგანიზაცია არაფრით ჩამორჩეს სხვა კონტინენტების ორგანიზაციებს, მათ შორის სოკ-ს. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ბელარუსის იმედი.
მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი მოვიწვიოთ. რაც უფრო მეტი სპორტის საეობას მოვაწყობთ, მით მეტად განვითარდება“, – თქვა ლუკაშენკომ.

პირველი ევროპული თამაშები 2015 წელს ბაქოში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები