LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გპასუხობს ექიმი” – ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო

94
გპასუხობს ექიმი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი „გპასუხობს ექიმი“ დაიწყო.

კამპანია რეგიონულ მედიას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ. პროექტის სამიზნე, რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა.

„გპასუხობს ექიმი“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე გადის. ექიმები, მოქალაქეების შეკითხვებს COVID-19-ის შესახებ, ინფიცირების მიმდინარეობის, იზოლაციისა და კარანტინის ვადების, ასევე – ვაქცინაციასა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით პასუხობენ. მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

პროექტის პარტნიორი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსია. „გპასუხობს ექიმი“ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.