გორში მეხანძრე-მაშველები ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის შეტყობინება არ დაფიქსირებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 12 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.