გორში, სპეცოპერაციისას დაკავებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.
დღეს დილით, გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს.