LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

178
68586202-2100454753592079-2567847949983809536-n

გორში, სოფელ საყავრეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი ჩაერთო. გარდა ამისა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მდე მეხანძრე მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები