გორში, საფეხბურთო სტადიონზე, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. შემთხვევა გუშინ, გორის ,,დილასა” და თბილისის ,,ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოხდა.
გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკა ,,გორმედის” ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა და 40 წუთის განმავლობაში, ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელებას.
გორში, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის თამაში მიმდინარეობდა.