გორში, ქორწილში მყოფ 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ცნობებით, ისინი გორში სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2075 გახდა.