გორში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე ასაკის მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
„ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.