LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პირი დაიჭრა

77
bd22a3b9648ba526364107ccb40f122d-Generic

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.გავრცელებული ინფორმაციით

გიორგი ჩუხრუკიძეს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობით დაზიანებები აღნიშნება და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ალექსანდრე რაზმაძეს, მას სტაციონალური მკურნალობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების გამო უტარდება.

შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

უცნობია რა გახდა კრიმინალური შემთხვევის მიზეზი. მომხდარზე მეზობლები არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები