შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.
კახა საბანაძე ამ დრომდე გორში იმყოფება, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს. იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“,- განაცხადა საბანაძემ.
გოგონას ცხედარს წუხელ კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდა. გოგონას ცხედარი გორში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადასვენებული. ტერიტორიაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლილი გუშინ იპოვეს.