LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მოკლული გოგონას მამა გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს

94

გორის პოლიციაში მოკლული მცირეწლოვანი გოგონას მამა, მიხეილ ბერიაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს. პოლიციაში შესვლამდე მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ გამომძიებლებს მასთან კითხვები სავარაუდოდ, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით ექნებათ, რადგან შვილის ძებნაში მონაწილეობას თავადაც იღებდა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით კი, მათ გამოძიებასთან თავადაც აქვთ კითხვები.

„დღეს გამოიკითხება მამა. კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას მამასთან, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, რა ხდება საქმეში. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დღეს გავეცნობით. ოჯახის წევრებს ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სრულად და ამომწურავად გასცემს ყველა კითხვას პასუხს,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები