LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, გაურკვეველი სახის ნივთიერება ამოიღეს“ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

193
ვალერი თელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გაურკვეველი სახის ნივთიერება ამოიღეს.

როგორც მანვე აღნიშნა, საპოლიციო ღონისძიება, გორის გარდა, სხვა ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე სხვადასხვა „ლოკაციაზე“ საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა.

„მარილის გამო დამაკავეს“ – გორში სპეცოპერაციისას დაკავებული

გორში სამართალდამცველები რამდენიმე ლოკაციაზე ამ წუთებშიც არიან მობილიზებულნი.

აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა „ლოკაციაზე“, – განაცხადა ვალერი თელიამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სპეცოპერაცია დილიდან გრძელდება ფონიჭალაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები არიან.