გორში, 60-წლამდე ასაკის ქალი მეოთხე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.