გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.