გორში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი სამეფოს ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
56 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა შენობაში, ხანძრის ქრობის პროცესში ნახეს. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.