LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

222
პოლიცია

გორში კაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოზიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები