გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად 3 მამაკაცი დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.
,,შემოყვანილია სამი პაციენტი, სამივე მათგანს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, რაც ხანძრის დროს მიიღეს. ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ორს კი აღენიშნება სხეულის მრავლობითი დამწვრობა და იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ “გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.