LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში გასტრო სივრცე „ცირკი“ გაიხსნა

1771
1222

ახალბაღის ტერიტორია წლების განმავლობაში გორელების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო, რადგან იქ ცირკი ფუნქციონირებდა. ყოველი სანახაობა ყველა ასაკის მაყურებელს დადებითი ემოციებით ავსებდა. თუმცა შემდეგ იყო 1996 წელი და ხანძარი, რომელმაც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრაქცია წარსულის კუთვნილება გახადა…

თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, „ინნ ჯგუფის“ თაოსნობით, გორს ცირკი დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად გასტრო სივრცის სახით – ქალაქის მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარება შაპიტოს ფორმის რესტორანში შეეძლებათ.

გასტრო სივრცე „ცირკი“, რომელიც 400 ადამიანს იტევს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „გორი ინნ“ ეზოში მდებარეობს და გათვლილია როგორც ყოველდღიური სტუმრების მასპინძლობისთვის, ისე მასშტაბური წვეულებებისთვის (კორპორაციული საღამოები, ქორწილები და სხვა).

გასტრო სივრცე „ცირკი“, კონცეფციიდან გამომდინარე, სპეციალური შოუ-პროგრამით, ცირკის თემატიკის ღონისძიებით ოფიციალურად 27 ოქტომბერს გაიხსნა. სტუმრებს აკრობატების, ჟონგლიორების, ილუზიონისტის და მოცეკვავეების შთამბეჭდავი ნომრების ნახვისა და ცნობილი ქართველი მომღერლების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.

„ინნ ჯგუფის“ ახალი ობიექტის თავდაპირველი ინვესტიცია 4 მილიონ ლარს შეადგენდა, თანადაფინანსების წილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეკუთვნის.

გასტრო სივრცეში „ცირკი“ 80 ადამიანია დასაქმებული, მათი 98% ქალაქ გორის მკვიდრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები