გორში, კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის კორპუსის სხვენში, სადეზინფექციო სამუშაოების დროს ნახეს.
როგორც კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, მამაკაცს ბინა არ ჰქონდა და ღამით სხვენში რჩებოდა. სადეზინფექციო სამსახური კი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოსახლეობა სუნმა შეაწუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.