LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – რა მოხდა სოფელ შავშებთან

503
ავარია 2

გორის სოფელ შავშებთან წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი ქვეითად მოსიარულე იყო. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები