გორში ახალგაზრდა მამაკაცი დანით მოკლეს.
შემთხვევა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
ამ წუთებში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.