“გორმედის” გორის კოვიდკლინიკა დატოვა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა. კოვიდინფიცირებულ ცოლ-ქმარს. 91 წლის ვალერიან შაკიაშვილს და მის მეუღლეს, 87 წლის ნუნუ შაკიაშვლს მკურნალობა 27 იანვრიდან უტარდებოდათ.
ნუნუ შაკიაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების 70%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.
ამ ეტაპზე, “გორმედის” ქსელის გორის კოვიდკლინიკაში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.