LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 60 წლის კაცი ხანძრის დროს დაიღუპა

107

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის ორი ოთახი – 50 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები