LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება

826
გორი ინნ

4 თებერვალს, 17:00 საათზე, „ინნ ჯგუფის“ რიგით მეექვსე და გორში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება.

საღამოს, როგორც ტურიზმის სექტორის და მთავრობის, ასევე კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სასტუმრო „გორი ინნ“ 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება, სასტუმროში პრემიუმ კლასის სპა ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც აუზს, საუნებს, თურქულ ჰამამს და სპორტდარბაზს აერთიანებს, ასევე საკონფერენციო დარბაზს და მარანს, რომელშიც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართული, ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება.

„გორი ინნში“ 100-ზე მეტი ადგილობრივი კადრია დასაქმებული, ინვესტიციის მოცულობა კი 20 მილიონ ლარზე მეტია.

„ინნ ჯგუფი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, სასტუმროები – „ივერია ინნ“, როიალ ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ქუთაისი ინნ“, „გორი ინნ“ საწარმოები – „ალუტექ ჯორჯია“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები