LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გამოკითხვა დასრულდა – ადვოკატის ინფორმაციით, ის კვლავ სუსტადაა და საკვების 80% უკან დააბრუნა

227
მ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დასრულებულია – ტერიტორია უკვე დატოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია – თქვა მხოლოდ ის, რომ დასვეს კითხვები, რომელიც საჯარო გამოსვლების შემდეგ დაგროვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი დაიკითხება, ვისზეც თეორიული შანსი მაინც არის, რომ ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას.

„ყველა პირი იკითხება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს შეხება აქვს და შესაძლებელია თეორიულად რაიმე ინფორმაციას ფლობდეს, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანს, ამ საკითხთან მიმართებაში ყველა პირის გამოკითხვა განხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან“,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

გამოკითხვის შესახებ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმაც შოთა თუთბერიძემ. მისი თქმით ექსპრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად.

„თავად პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად, მან ჩვენს თვალწინ საკვების დიდი ნაწილი, რომელიც მას შეუტანეს ალბათ 80% – 3/4 იძულებული გახდა, რომ უკან დაებრუნებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის არა რაიმე ავადმყოფობის ან ქრონიკული დაავადების შედეგი. არამედ იმ არა ადამიანური მოპყრობის და წამების შედეგი, რომელიც მან განიცადა,”- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები