LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

205
gori

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

31 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა უცაბედი სიკვდილის მიზეზი. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გორის ჰოსპიტალში ორი დღის წინ საკუთარი ფეხით მივიდა და ის სტაციონარში დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები