24 თებერვალს გორის საავტომობილო გვირაბში დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აკრძალვა 2022 წლის 24 თებერვლის 00:00სთ-დან 03:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იმოქმედებს.
? საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე;
? საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.