LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ქალთა კამერული გუნდი ფესტივალზე „ევროპალია“ კონცერტებს გამართავს

131
გორის ქალთა გუნდი

გორის ქალთა კამერული გუნდი წარდგება კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე ევროპალია და გამართავს სამ კონცერტს (25, 26, 28 ოქტომბერი, ბრუგე, ბრიუსელი, ჰააგა) ანსამბლ „ბასიანთან” და სახელმწიფო კამერულ, გუნდთან ერთად.

29 ოქტომბერს კი გამართავს ორგანყოფილებიან სოლოკონცერტს ბრიუსელში, სადაც შესრულებული იქნება როგორც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები (მ. გაგნიძე, გ. ჩლაიძე, ი. კეჭაყმაძე, ჯ. ბეგლარიშვილი),  ასევე ქართული ხალხური სიმღერების ურთულესი ნიმუშები…

გორის ქალთა გუნდი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები