გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მანველიშვილმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით,განცხადება მანველიშვილმა გათავისუფლების შესახებ ორი კვირის წინ დაწერა და მერმა ის დღეს დააკმაყოფილა.
2018 წლის 10 ოქტომბერს თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს და შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. მოგვიანებით გიგა მაქარაშვილი, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, პატრულმა დააჯარიმა. აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც მოითხოვენ.
გამოძიება შსს-მ 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.