LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მერი: ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს

119
17098285-1557664127580451-6307299689232359507-n

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს. ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იმყოფება. მისი თქმით, ბორდერიზაციის პროცესი მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს ადგილზე მცხოვრებელთა მდგომარეობას.

გორის მერი შვებულებიდან გამოვიდა-როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო დავბრუნდი

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ დაბრუნდა 5 დღის შემდეგ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონში ოკუპანტები მიწას იტაცებდნენ, მერი პასუხობს, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რასაც მისი წარმომადგენლები აკეთებდნენ. მისივე თქმით, მოადგილე საქმის კურსში აყენებდა.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას.

ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა.

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, საიდანაც სოფელი მარაგდება, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი” და ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, რომ თავიდან იქნას აცილებული დამატებითი პრობლემები.

მოგეხსენებათ, უკანონოდაა დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე და ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება,” – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები