გორში იუსტიციის სახლის პოლიციელს იარაღი გაუვარდა და სავარაუდოდ, დაზიანება მიიღო.
ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ.
„ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.