საავტომობილო მაგისტრალზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ევაკუატორის მძღოლი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს.
ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.