გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ
გორის ფეშენ ვიქზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
ადამაშვილი ამტკიცებს, რომ მასხულიამ ის თმით ითრია, რის გამოც პოლიცია გამოიძახა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დასკვნითი ღონისძიების ჩაშლაში ადამაშვილს წვლილი მიუძღვის.
ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.