გუშინ, 24 აგვისტოს, გვიან ღამით თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია გარდაცვლილიც.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს თბილისის სენაკის ავტობანზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი-სენაკის ავტობანზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
შსს-ში განმარტავენ, რომ შემთხვევის მონაწილე ყველა პირი დადგენილია.
„მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება არ არის საკმარისი, ყოველწლიურად 500 ადამიანი იღუპება“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან